The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა სეხნიაშვილი

გელა სეხნიაშვილი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1978  (47 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი 2000 წელს; 2000-2003წწ. სწავლობდა პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში, პარიზის ლათინური ამერიკის სწავლებათა ინსტიტუტში და უნივერსიტეტი პარიზი 12.
2003-2004წწ. მუშაობდა ფრანგულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში "კვლევისა და ტექნიკური გაცვლის ჯგუფი", ბრაზილიის პროგრამებზე; 2004 წლიდან ჰუმანიტარულ ორგანიზაცია "მსოფლიოს ექიმების" (Médecins du Monde), პროგრამების გენერალურ კოორდინატორად შემდეგ ქვეყნებში: 2004-2006წწ. ბრაზილია, 2006-2008წწ. გვატემალა, 2008-2011წწ. სირია; 2011-2012წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 2017 წლიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, ჟენევაში, ამერიკის მიმართულებით დიპლომატიურ მრჩევლად, პოლიტიკისა და ჰუმანიტარული დიპლომატიის დეპარტამენტში; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოსა და ეკვადორის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.144


გააზიარე: