შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ობოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხრესილი, ტყიბულის რაიონი. მუშაობა დაიწყო 1929 წელს რიონჰესზე გვირაბის გამყვანი კომპლექსური ჯგუფის ბრიგადირად; 1933-1949წწ. მუშაობდა ხრამჰეს-1-ის მშენებლობაზე სადაწნეო დერივაციული გვირაბის გამყვანი მოწინავე ბრიგადის ხელმძღვანელად; 1949-1953წწ. - სამგორის ჰესების გვირაბების გამჭოლი ბრიგადის ხელმძღვანელად; 1953-1956წწ. - ტყიბულჰესზე ხელმძღვანელობდა დერივაციული გვირაბის გაყვანის სამუშაოებს; 1956 წლიდან - ჰესის საექსპლუატაციოდ გადაცემამდე, ხრამჰესი-2-ის მშენებლობაზე დერივაციული გვირაბის გაყვანის კომპლექსურ ბრიგადას. მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობაზე უწყვეტად იმუშავა 33 წლის განმავლობაში. საქართველოს სსრ IV და V მოწვების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.494; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.274 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |