The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ნიშნიანიძე

ნინო ნიშნიანიძე
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1987 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 2006 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2009 წელს.

1988-1991წწ. - საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების კონსულტანტი, განყოფილების უფროსი; 1991-1992წწ. - საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა მუდმივი კომისიის უფროსი კონსულტანტი; 1992-1993წწ. -  საქართველოს სოც. ეკონომინფორმის კომიტეტის წამყვანი იურისტ-კონსულტანტი; 1992-1993წწ. - თბილისის საერო ინსტიტუტის "გაენათი" უფროსი მასწავლებელი; 1993-1997წწ. - თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1997-1998წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსულტანტთა ჯგუფში სახელმწიფო მრჩეველი; 1998-2002წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი (სალექციო კურსი: "საკონსტიტუციო კონტროლი"); 1998-2002წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატში წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 2003-2005წწ. - თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 2003-2006წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2009-2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; 2012-2017წწ. საქაართველოს ტექიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი; 2017 წლიდან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო დეპარტამენტის პროფესორი. სამართლის დოქტორი, სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციების ავტორი.

სადისერტაციო თემა - "საკონსტიტუციო სასამართლოს კომპენტეცია", დაიცვა 2009 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იურისტთა ასოციაცია, წევრი (2006-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: