შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერემია რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. მუშაობდა ყირიმის არხის მშენებლობაზე უბნის უფროსად; სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის კოლმეურნეობის მშენებლობის განყოფილების გამგედ, მესტიის კომუნალური მეურნეობის დირექტორად, მესტიის რაიონული სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროსად, მესტიის ელქსელების დირექტორად, სასოფლო მშენებლობის მე-5 ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, საარქიტექტორო-საინჟინრო ინსპექციის უფროს ინჟინრად, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი ობიექტი და გარემონტდა ათეულობით კილომეტრი გზა მესტიის რაიონში. სვანეთის საპატიო მოქალაქე, მთავრობის მრავალი ჯილდოს კავალერი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.332 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |