შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ოთარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობა დაიწყო თბილსრესში ცვლის უფროსად; 1970-1978წწ. მუშაობდა საქვაბე-სატურბინო საამქროს უფროსის მოადგილედ; 1978-1983წწ. საქენერგოს ექსპლუატაციის სამსახურის უფროსად; 1983-1985წწ. მივლინებული იყო ერაყში ნასირიის ელექტროსადგურზე კონსულტანტად; 1985-1987წწ. კვლავ საქენერგოში მუშაობდა რემონტების სამსახურის უფროსად; 1987 წელს ტყვარჩელსრესში მთავარ ინჟინრად; 1987-1989წწ. სამრეწველო სარემონტო საწარმოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1989-1996წწ. თბილსრესის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1996-2002წწ. "საქენერგოგენერაციაში" ინსპექციის განყოფილების უფროსად, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად, რეაბილიტაციის პროექტების დირექტორად; 2002-2004წწ. "ELC-EPDC Consortium"-ის ტექნიკურ კონსულტანტად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.275-276
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |