შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჩიტო რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნიცა, საფრანგეთი. დაიბადა ქართველი ემიგრანტის, ვლადიმერ (ლადო) რუხაძის ოჯახში. მან ჰუმანიტარული განათლება სორბონის უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობდა განათლების სისტემაში, გამომცემლობებში, ეწეოდა სხვადასხვა საქმიანობას: მასწავლებლობდა, მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლობაში მოსკოვში. ორი ათეული წლის მანძილზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ხელმძღვანელობდა საგამომცემლო და კულტურის განყოფილებებს. ასევე თარგმნიდა მამის კორესპონდენციებს. ჩიტო რუხაძე ბევრს მოგზაურობდა, აქვეყნებდა წერილებს მაროკოდან, ახალი ზელანდიიდან, პატაგონიიდან, კაპადოკიიდან, შანხაიდან. რომანის გარდა, მას ეკუთვნის რამდენიმე ნოველა, რომელთაგან ორის ("კონცერტი" და "ქლიავის ყვავილობა") თარგმანი ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" 2012 წლის 29 ივნისის ნომერშია დაბეჭდილი. 2013 წლის 8 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩიტო რუხაძის წიგნის "ფამადიჰანა" პრეზენტაცია გაიმართა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ლადო (ვლადიმერ) რუხაძის შვილი. წყარო: ელექტრონული წიგნების სახლი "საბა": saba.com.ge; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |