The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჩიტო რუხაძე

ჩიტო რუხაძე
Legal name:მარი-ელენ რუხაძე
Date of birth:19 July, 1939  (85 years)
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნიცა, საფრანგეთი.

დაიბადა ქართველი ემიგრანტის, ვლადიმერ (ლადო) რუხაძის ოჯახში. მან ჰუმანიტარული განათლება სორბონის უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობდა განათლების სისტემაში, გამომცემლობებში, ეწეოდა სხვადასხვა საქმიანობას:  მასწავლებლობდა, მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლობაში მოსკოვში. ორი ათეული წლის მანძილზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ხელმძღვანელობდა საგამომცემლო და კულტურის განყოფილებებს. ასევე თარგმნიდა მამის კორესპონდენციებს. ჩიტო რუხაძე ბევრს მოგზაურობდა, აქვეყნებდა წერილებს მაროკოდან, ახალი ზელანდიიდან, პატაგონიიდან, კაპადოკიიდან, შანხაიდან.  რომანის გარდა, მას ეკუთვნის რამდენიმე ნოველა, რომელთაგან ორის ("კონცერტი" და "ქლიავის ყვავილობა") თარგმანი ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" 2012 წლის 29 ივნისის ნომერშია დაბეჭდილი. 2013 წლის 8 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩიტო რუხაძის წიგნის "ფამადიჰანა" პრეზენტაცია გაიმართა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ლადო (ვლადიმერ) რუხაძის შვილი.

წყარო: ელექტრონული წიგნების სახლი "საბა": saba.com.gefacebook.com

Member of Organizations

  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლუვრის მეგობარი", წევრი

Bibliography

  • ფამადიჰანა : რომანი (Author). - თბილისი, ქართული აკად. წიგნი, 2013. - 96გვ.

Share: