The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ჯორჯაძე

მერაბ ჯორჯაძე
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 1943  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:იქსელის სასაფლაო, ბრიუსელი, ბელგია
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

მერაბ ჯორჯაძე - ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი, ნინო დავითის ასული (1859-1936) ჭავჭავაძისა და დავით გიორგის ძე ჯორჯაძის (1867-1928) ვაჟიშვილი იყო. მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გადასახლებაში გაატარა, რადგან პარტიზანული წესით ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს, რომელიც 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოში დაამყარა. არისტოკრატულ ოჯახში დაბადებული მერაბ ჯორჯაძე თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ, კერძო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც მამამისის, დავით ჯორჯაძის შემწეობით იქნა დაარსებული; ეს თბილისის კეთილშობილთა გიმნაზია გახლდათ. (1919 წელს სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილად გადაკეთდა და დავით ჯორჯაძემ მას თავისი ბიბლიოთეკა გადასცა.) 1918-1921 წლები საკმაოდ ქაოტური იყო: დიდგვაროვანთა ოჯახების მრავალი წევრი რუსულ დამპყრობლებს წინააღმდეგობას უწევდა. 1921 წლის დასაწყისში, საბჭოთა არმიის შემოჭრასთან ერთად, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის  მთავრობა იძულებული გახდ, ჯერ თურქეთში და იქიდან საფრანგეთში გაქცეულიყო. მხოლოდ განსაკუთრებული იღბლიანობის წყალობითა და ზოგიერთი მეზობლის დახმარებით შეძლო მერაბ ჯორჯაძემ, საგანგებო კომისიისგან (ავად ცნობილი საბჭოთა საიდუმლო პოლიციის, "კგბ"-ს წინამორბედი უწყება) თავი დაეღწია. მერაბ ჯორჯაძე დუშეთში, თბილისიდან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარე მცხეთა-მთიანეთის პატარა ქალაქში გაიქცა. იქ იგი ციხეში ჩააგდეს და, ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებს რომ არ გაეთავისუფლებინათ, ბოლშევიკები მას სიკვდილით დასჯიდნენ. 1922 წელს მერაბ ჯორჯაძე პარტიზანულ რაზმს შეუერთდა, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდა. ჩოლოყაშვილის პარტიზანები საბჭოთა ძალებს დროდადრო სხვადასხვა შეტაკებებში ითრევდნენეს ბრძოლა 1921 წელს დაიწყო, მაგრამ, საბოლოოდ, მათი ყველაზე უფრო ამბიციური კამპანიის, ე. წ. 1924 წლის "აგვისტოს აჯანყების" მხეცურად ჩახშობის შემდეგ უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მერაბ ჯორჯაძე, წინააღმდეგობის მოძრაობის გადარჩენილ წევრებთან ერთად, თურქეთში გაიქცა; ქაქუცა ჩოლოყაშვილიც მათ შორის იყო. მოგვიანებით ორივე საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა. 1926 წელს მერაბ ჯორჯაძემ პარიზის განთქმულ სენსირის სამხედრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მას საფრანგეთის სამხედრო ძალებში კარიერის გაგრძელება შესთავაზეს იმ პირობით, თუ საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებდა. მან ეს წინადადება უარყო და უმუშევრად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე სამხედრო განათლება და საკმაოდ ღირებული საველე გამოცდილება ჰქონდა მიღებული. შემდგომ წლებში, დიდი დეპრესიის ფონზე, რომელმაც 1920-იან და 1930-იან წლებში მთელი მსოფლიო მოიცვა, სრულიად უსახსროდ დარჩენილი მერაბ ჯორჯაძე, თავის გადარჩენის მიზნით, იძულებული იყო ნებისმიერი სამუშაოც კი შეესრულებინა. 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და იგი საფრანგეთში გაემგზავრა, რათა ნაციონალისტების მხარეზე ებრძოლა, რომლებსაც ფრანცისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა, როდესაც  მერაბ ჯორჯაძე საფრანგეთში დაბრუნდა, ამ ქვეყანას უკვე მემარცხენე სოციალისტური პარტია მართავდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ იგი ესპანეთში სოციალისტი თანამოძმეების წინააღმდეგ იბრძოდა, მისი გაძევება გადაწყვიტა. რამდენადაც მან საფრანგეთის მოქალაქეობ უარყო, არჩევანის გაკეთების შანსიც მცირეოდენი თუ ჰქონდა დარჩენილი. საფრანგეთმა იგი დაინდო და მისი დეპორტაცია საბჭოთა კავშირში (რომლის ნაწილსაც საქართველო წარმოადგენდა და, სადაც დამოუკიდებლობისათვის ყოფილი მებრძოლი სასტიკ სასჯელს ვერ ასცდებოდა) არ განახორციელა, არამედ უფლება მისცა, ლუქსემბურგში გამგზავრებულიყო, სადაც მერაბ ჯორჯაძე ამ ქვეყნის მესაზღვრეებმა დააკავეს. მან ითხოვა, რომ რომ ტელეფონით დარეკვის საშუალება მიეცათ; ერთ საათში მის წასაყვანად "როლს-როისი" მოვიდა  მგზავრი თავად ლუქსემბურგის პრინცი იყო, რომელთანაც ერთად ჯორჯაძე სენსირის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. პრინცის დახმარებით მერაბ ჯორჯაძეს მალე გადაეცა საჭირო დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ბელგიის მოქალაქობა მიიღო; იქ მან ოლგა შჩერბატოვა გაიცნო და მალე, 1940 წელს, მასზე დაქორწინდა. ოლგა შჩერბატოვა რუს დიდგვაროვანთა გამოჩენილი ოჯახიდან იყო; მამამისმა, პავლე შჩერბატოვმა, მოსკოვში ისტორიის მუზეუმი დააარსა, რომელიც  წითელ მოედანზე მდებარეობს. დედამისის პაპა, ალექსანდრე ბარიატინსკი, კავკასიაში ცარისტული რუსეთის გენერალგუბერნატორი იყო, რომელსაც შამილი დანებდა. სხვა საოჯახო რელიქვიებთან ერთად, რომლებიც ოლგამ რუსეთიდან წამოიღო (მას შემდეგ, რაც იქიდან ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გამოიქცა), იყო მშვენიერი ქართული ჯვარი, რომელიც ალექსანდრე ბარიატინსკიმ დედამისს აჩუქა. ამ წყვილის ქორწინების პირველი წლები მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა. პარიზის ოკუპირების შემდეგ გერმანულმა ჯარებმა ბელგიაც დაიკავეს და მერაბი და ოლგა ანტიფაშისტურ ბრძოლაში ჩაებნენ. თუმცა მერაბ ჯორჯაძე ბელგიის განთავისუფლებას ვერ მოესწრო. 1943 წელს იგი სერიოზულად გახდა ავად და გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა, მეუღლეს სთხოვა, მოეტანა ის ქართული ჯვარი, რომელიც ოლგამ დედისაგან მიიღო, აკოცა ჯვარს და თქვა: "ის, რაც ერს ეკუთვნის, მასვე უნდა დაუბრუნდეს". საბოლოოდ, ოლგამ შეძლო მეუღლის ბოლო სურვილი აღესრულებინა და ჯვარი საქართველოში დააბრუნა. ოლგა შჩერბატოვა-ჯორჯაძემ ომი გადაიტანა და 1950 წელს საქართველოში იმოგზაურა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი "ჭავჭავაძეების ოჯახი" : დიდგვაროვანთა ოჯახები : პოსტბოლშევიკური პერიოდი


გააზიარე: