Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ონიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავება (ნავთობიანი და გაზიანი ჭაბურღილების ბურღვა) 1966 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1966-1969წწ. - "საქნავთობის" კოლხეთის ბურღვის კანტორა, ბურღვის თანაშემწე, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1969-1971წწ. - "საქნავთობი", ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1971-1974წწ. - წითელწყაროს ბურღვის კანტორის შუაგორის ბურღვის უბნის უფროსი; 1974-1975წწ. - დედამიწის სიღრმული სითბოს გამოყენების სამმართველო, ჭაბურღილების აღდგენის და ათვისების საამქროს უფროსი; 1975-1977წწ. - "საქნავთობის" ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1977-1979წწ. - ნავთობის და გაზის ღია შადრევნის ლიკვიდაციის და თავიდან აცილების გასამხედროებული რაზმის უფროსი; 1979-1983წწ. - "საქნავთობის" კოშკ-სამონტაჟო კანტორის დირექტორი; 1983-1991წწ. - "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. - გენერალური დირექტორის მოადგილე ბურღვის დარგში; 1992-1995წწ. - "საქნავთობი", აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის ექსპედიციის უფროსი; 2004-2005წწ. - შპს "საქნავთობი-სამგორის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2005-2006წწ. - შპს "იორის ველის ნავთობის და გაზის" გენერალური დირექტორი; 2008-2009წწ. - შპს "აკსაი ბიემ-სი", კონსულტანტი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.276-277 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |