The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით სოლომონია

დავით სოლომონია
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო საქმესა და გეოლოგიაში ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი 1995 წელს; კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (ქ. ჰააგა, ჰოლანდია) 1998 წელს.
1995-1996წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების ატაშე; 1996-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების მეორე მდივანი; 1997-1998წწ. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის (ქ. რომი), პირველი მდივანი; 1998-1999წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი; 1999-2003წწ. საქართველოს საელჩოს საბერძნეთის რესპუბლიკაში (ქ. ათენი) პირველი მდივანი; 2003 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2003-2005წწ. მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი; 2006 წლიდან ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2006-2010წწ. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქარველოს საელჩოს ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის (ქ. ბრიუსელი) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2010 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსი; 2010-2013წწ. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქარველოს საელჩოს ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის (ქ. ბრიუსელი) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2014-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2017-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში. 2021 წელს დაინიშნა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.  მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.149; საგარეო საქმეთა სამინისტრო: civil.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: