შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ოსეფაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954 წლიდან - "კრასნოდარენერგო", დისპეტჩერი; იმავე წლიდან - "ჩრდილოკავკასენერგო", მორიგე დისპეტჩერი; 1957 წლიდან - ზაჰესის მორიგე ინჟინერი; 1960 წლიდან "საქენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახური, მორიგე დისპეტჩერი; 1965 წლიდან - ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1971-1983წწ. - ხრამჰესის კასკადის დირექტორი. უხელმძღვანელა დიდი სამუშაოების ჩატარებას და წარმატებით დაასრულა 1974 წელს ხრამჰეს-1-ის წყლის ფილტრაციის სალიკვიდაციო სამუშაოები; 1979 წელს უზრუნველყო ხრამჰეს-II-ის აგრეგატის დადგენილ ვადაზე ადრე სარემონტო სამუშაოების დასრულება; 1983-1986წწ. - წალკის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 1987-2000წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის გაერთიანებულ სადისპეტჩერო სამმართველოში. მიღებული აქვს "ოქროს მედალი" (1979). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.277-278 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |