The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევი ოსიპოვი

ლევი ოსიპოვი
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1992  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1950 წელს.

1950 წლიდან სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის "საქართველოს განყოფილებაში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სექტორის უფროსის მოადგილედ; 1975 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო განყოფილებას. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დაპროექტდა 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი თბილსრესი - ენგურ ჰესი; 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი აზსრესი-მუხრანის ველი; 500 კვ ქვესადგური "მუხრანის ველი"; 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ენგურჰესი-სტავროპოლის სრესი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი უბანი; 110 კვ ქვესადგური "სამტრედია". 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.278

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: