წყარო: საქართველოს რეგიონებზე ფოკუსირებული მედია რესურსი: reginfo.ge
Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ასლანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. როსტოვი, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა ნიკო ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი 1944 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ოჯახი მალე დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ თელავში და პატარა სერგო თელავის შურღაიას სასწავლებელში მიიყვანეს (დღევანდელი მე-4 საჯარო სკოლა). გარკვეული პერიოდის შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ, სადაც სწავლა 27-ე სკოლაში განაგრძო. სერგო მეოთხე კლასში იყო, როდესაც შექმნა ტრამვაის მაკეტი. მისი ნიჭი ადრევე იქნა აღმოჩენილი და პედაგოგთა რეკომენდაციით, მშობლებმა სამხატვრო ტექნიკუმში შეიყვანეს, რომელსაც შემდგომ ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა; 1942 წელს, სამამულო ომის დროს, მესამეკურსელი სერგო ასლანიშვილი ჯარში გაიწვიეს, სადაც პლაკატებსა და ლოზუნგებს აფორმებდა; მას "ფერების ოსტატს" უწოდებდნენ; აკადემიის დასრულების შემდეგ, მიუხედავად აკადემიის ლექტორად დარჩენის შეთავაზებისა, სერგო ასლანიშვილი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც სახვითი ხელოვნების წრე გახსნა და დიდ წარმატებებს მიაღწია; 1962 წელს დააფუძნა ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა, რომლის დირექტორიც იყო 2006 წლამდე; პედაგოგიურ საქმიანობას 2008 წლამდე ეწეოდა; მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1952 წელს მოეწყო. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს მხატვართა ფონდში, წინანდლისა და თელავის მუზეუმებში; 2001 წელს მიწვეული იყო საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილ გამოფენაზე მისი ყველა ნამუშევარი გაიყიდა. ფერწერული ტილო "საზამთროები" ინახება საფრანგეთში - ჟაკ შირაკის კოლექციაში. 2019 წლის 19 თებერვალს ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ფასადზე მხატვრის მემორიალური დაფა გაიხსნა. ქართველი ფერმწერი. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |