The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ტალიაშვილი

ალექსანდრე ტალიაშვილი
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1947
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 2025  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1970 წელს.

1963-1965წწ. თბილისის ენერგეტიკისა და ნაგებობათა ინსტიტუტის მუშა; 1971-1975წწ. თბილგაზის სამმართველოს იურისკონსულტი; 1975-1977წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფროსი კონსულტანტი; 1977-1978წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს წევრი; 1978-1983წწ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; 1980-1983წწ. თბილისის 26 კომისრის სახ. რაიონის პროკურორი; 1983-1988წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ორგანოების სამმართველოს უფროსი; 1988-1999წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 1999-2004წწ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 1997-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის კათედრის დოცენტი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ.  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2013 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, პროფესორი. სამართლის დოქტორი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1977 წელს. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. გამოქვეყნებულია 14 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია და 1 დამხმარე სახელმძღვანელო.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისი ურთიერთობების ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: