შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ჯორჯიანი![]()
ბიოგრაფია1894 წელს დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან სხვა 83 სემინარიელთან ერთად გარიცხეს. ალექსი გოგოხია მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც იგი 1897 წელს ცნობილ მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილს დაუკავშირდა და ბაფალო ბილის "ველური დასავლეთის" შოუს შეუერთდა. ლუკა ჩხარტიშვილთან ერთად იგი 1899 წლის სეზონის ბოლომდე მუშაობდა, 1900 წლიდან კი დამოუკიდებლად, საკუთარ ჯგუფთან ერთად დაიწყო მუშაობა. მან გადაიკეთა გვარი და გახდა ალექსი ჯორჯიანი ანუ ქართველი, გამოდიოდა სხვადასხვა სახელებით: კაპიტანი ჯორჯიანი, პოლკოვნიკი ჯორჯიანი, პრინცი ჯორჯიანი. 1903-1905 წლებში ის აკონტროლებდა ყველა გურულ მოჯირითეს და არაბ აკრობატს ამერიკის ტერიტორიაზე, მაგრამ საცირკო საქმიანობას ხელი არ შეუშლია მისი რევოლუციური საქმიანობისთვის. მეფის "ოხრანკის" ერთ დოკუმენტში (1902 წლის 4 აპრილი) წერია: "გამოირკვა იმ პირთა ფართო წრე, რომლებთანაც დასაგმობი მიწერ-მოწერა და ურთიერთობა ჰქონდათ ნოე ჟორდანიასთან. გამორკვეულია აგრეთვე ნოე ჟორდანიას ურთიერთობა ემიგრანტ ალექსი გოგოხიასთან, რომელიც თანახმად პოლიციის დეპარტამენტის ცნობებისა, სხვისი პასპორტით ჩამოვიდა 1900 წელს ბათუმში, ნიუ-იორკელი და შვეიცარიელი ჩვენი ემიგრანტ-რევოლუციონერების დავალებით და ჩამოიტანა ორი ყუთი რევოლუციონური ლიტერატურა". 1907 წელს ალექსი ჯორჯიანი ამერიკის სოციალისტური პარტიის წევრი გახდა. პოლიტიკური საქმიანობისთვის ამერიკის მთავრობამ მას ლამის დეპორტაციაც დაუპირა, მაგრამ ბოლოს ალექსი ჯორჯიანისთვის ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და პირადად ნოე ჟორდანიამ ალექსი ჯორჯიანს შესთავაზა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის პოსტი ამერიკაში, მაგრამ მან უარი განუცხადა. ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი 1940 წელს, მინეაპოლისში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან ორი ათეული წლის შემდეგ შვილმა ალექსი გოგოხია-ჯორჯიანის ფერფლი საქართველოში ჩამოიტანა და მშობლიურ მიწას მიაბარა. 2016 წელს საქართველოს ესტუმრნენ ალექსი გოგოხიას შთამომავლები - რიჩარდ ჯორჯიანი, მისი უფროსი და ჯოლა ჯორჯიანი, ძმისშვილი მარტინ ჯორჯიანი და სიძე ბილ ბერჩი, ხოლო 19 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რიჩარდ ალექსი ჯორჯიანის (ალექსი გოგოხიას შვილიშვილი) საჯარო ლექცია წიგნის "ქართველ მხედართა მატიანე" შესახებ გაიმართა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი (1871-1940) / ქართველები ამერიკაში / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2011გვ.33-35; ამერიკული ლეგენდა : მე-19 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოდან ამერიკაში ემიგრირებულ ქართველ ცხენოსანთა ისტორია / რიჩარდ-ალექსი გოგოხია // ცისკარი. -თბ., 1999. - N4. - გვ.135-136
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |