Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბუბა არაბული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1996 წელს. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო "ხელოვნების მუშაკთა სახლში" (თბილისი, 1982), შემდეგი პერსონული გამოფენები გაიმართა: თბილისის მერიაში (1996), თანამედროვე ხელოვნების გალერეაში (თბილისი, 2003), მწერალთა სახლში (თბილისი, 2014), გალერეა "სფუმატოში" (თბილისი, 2014, 2017), გალერეა "სილქში" (თბილისი, 2020), ქართულ-ებრაული ისტორიის მუზეუმში (თბილისი, 2023); მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში: "ცისფერი გალერეა" (თბილისი, 2001), სამხატვრო აკადემიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, ეროვნულ გალერეაში (თბილისი, 2002), თანამედროვე ხელოვნების გალერეა (თბილისი, 2004), გალერეა "კოპალა" (თანამედროვე ხელოვნების კატალოგის პრეზენტაცია, გამოფენა, თბილისი, 2006), გალერეა "OR" (თბილისი, 2011), გალერეა "არტ სფეისი" (თბილისი, 2012), არტ-კაფე "ტიფლის ბრანჩ" (თბილისი, 2014), თანამედროვე ხელოვნების გალერეა "სფუმატო" (თბილისი, 2015, 2016), ქართველი მხატვრების გამოფენა "ფიროსმანიდან დღემდე" (გეოლოგიის მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი, 2016); ქართული კულტურის სახლი (კაუნასი, ლიტვა, 2016), გალერეა "არკა" (ვილნიუსი, ლიტვა, 2017), ქართველი მხატვრების გამოფენა "შეიგრძენი" (გეოლოგიის მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი, 2018), გალერეა "სილქი" (თბილისი, 2018), თანამედროვე ხელოვნების გალერეა "სფუმატო" (თბილისი, 2018), გალერეა "სილქ"- საშობაო გამოფენა (თბილისი, 2019). მხატვრის ნამუშევრები ინახება: საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ბელგიის, ლიტვისა და შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში. ქართველი ფერმწერი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |