The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ოყრეშიძე

ვახტანგ ოყრეშიძე
Date of birth:8 June, 1939  (85 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1960-1962წწ. გაწვეული იყო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. გაწვევამდე და შემგომ, 1967 წლამდე მუშობდა ქუთაისში სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში ელმემონტაჟედ, რადიო-ელექტრონული მოწყობილობების გაწყობა-გამშვები საამქროს მუშად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1967-1974წწ. "საქმთავარენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის ქუთაისის უჯრედის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, საამქროს უფროსი; მონაწილეობა მიიღო აჭარა-აფხაზეთის და იმერეთის რეგიონებში მრავალი ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობასა და გაშვება-გაწყობით სამუშაოებში; 1974-1975წწ. - ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხანა, ელექტრული მანქანების ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1976-1978წწ. - "ქელასის" მთავარი ინჟინერი; 1978-1980წწ.  ქალაქის დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1980-1983წწ. - ელექტრონაგებობათა სამმართველოს "ქელასის" დირექტორი; 1983-1983წწ. - საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1986წწ. "საქმთავარენერგოს" სამრეწველო-სარემონტო საწარმოს დირექტორი; "საქმთავარენერგოს" კოლეგიის წევრი; 1986-1989წწ. ქუთაისის დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1989 წლიდან "საქენერგოს" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1990-2007წწ. რიონის ჰესის ხელმძღვანელი; ამ წლებში განხორციელდა ამ უძველესი ჰესის ძალოვანი მოწყობილობების თითქმის სრული რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. 2008 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.278-279


Share: