The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გოგინოვა

თამარ გოგინოვა
სხვა სახელი:მიხაილოვნა
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2001  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ზღუდრის სასაფლაო, ცხინვალი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების თანავე განაწილებით მუშაობა დაიწყო სოფელ ვანათის (ცხინვალის რაიონი) საექიმო უბანში, სადაც თავდაუზოგავად შრომობდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად; ვანათის მეცხოველეობის ფერმაში ძროხების ნატურალური ყვავილით დაავადების აღმოჩენის დროს, მისი ოპერატიულობის და სწორი გადაწყვეტელების შედეგად თავიდან იქნა აცილებული ეპიდემიის გავრცელება; ჩატარებულმა აცრებმა ათობით ადამიანი იხსნა ყვავილით დაავადებისაგან; 1944 წელს ქსუისის საექიმო უბანიც ჩააბარეს; ორივე საექიმო უბანზე იგი თერაპევტიც იყო, პედიატრიც, გინეკოლოგიც, ქირურგიც, ინფექციონისტიც; ასევე თავი გამოიჩინა, როცა გრომის სასოფლო საბჭოში პარტახტიანი ტიფი გაჩნდა, ეს ძნელი უბანი მას მიანდეს. რვა თვეს ებრძოდა იგი მედპერსონალთან ერთად ტიფს და ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა; მალე გადაიყვანეს ცხინვალის საქალაქო ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებულ პოლიკლინიკაში უბნის ექიმად, ხოლო 1954 წლიდან აღნიშნული პოლიკლინიკის გამგედ დააწინაურეს; მისი თაოსნობით დაირაზმა სამედიცინო პერსონალი ბავშვთა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად; ორი წლის შემდეგ ქალაქში სრულიად აღიკვეთა დიფტერია, ყივანახველა, წითელას მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო. ექიმი პედიატრი, ეპიდემიოლოგი.

წყარო: საგა ცხინვალელებზე და კიდევ სხვებზე : ნარკვევები, პუბლიცისტური წერილები / ციალა კახნიაშვილი.-გორი,2018.-გვ.326-331

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: