The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიტო პაპავა

დიტო პაპავა
Legal name:დიმიტრი პაპავა
Date of birth:1927
Date of death:2006  (at 79 years)
Category:Geologist, Public official, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სასარგებლო ნამარხთა საბადოების გეოლოგის და დაზვერვის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1969წწ. ტრესტ "საქნავთობის" საძიებო კანტორის გეოლოგიურ-აგეგმვითი პარტიის უფროსი; 1969-1974წწ. საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს თემატური პარტიის მთავარი გეოლოგი; 1974-1982წწ. "საქნავთობის" გეოლოგიურ-საძიებო კანტორის მთავარი გეოლოგი; 1983-1993წწ. "საქნავთობის" მთავარი გეოლოგი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1993-1995წწ. დეპარტამენტ "საქნავთობის" თავმჯდომარის მოადგილე გეოლოგიის დარგში; 1995-2002წწ. დეპარტამენტ "საქნავთობის" მთავარი გეოლოგი; 2002 წლიდან "საქნავთობის" პრეზიდენტის მრჩეველი გეოლოგიის საკითხებში; 2005 წლიდან "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მრჩეველი. მისი შრომითი საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლასთან და მის წიაღში ნავთობის და გაზის საბადოების ძებნა-ძიებასთან; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის და მისი აღმოსავლეთი ნაწილის - თბილისისპირა რეგიონის გეოლოგიური აგებულების და ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შესწავლის საქმეში; მისი მონაწილეობით შედგენილი ნაშრომები ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ამ რეგიონში მაღალდებიტიანი ნავთობის საბადოების გამოვლენაში; დ. პაპავას ხელმძღვანელობით საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყო სალიცენზიო ბლოკები ნავთობგაზიანობის პერსპექტივების მიხედვით, გაფორმდა ხელშეკრულებები რიგ უცხოელ ინვესტორებთან, რომლებიც ქართველ პარტნიორებთან ერთად აწარმოებენ ნავთობის და გაზის საბადოების ძებნა-ძიებას და ნედლეულის მოპოვებას. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული ნაშრომი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გეოლოგიური და ტექტონიკური აგებულების, სტრატიგრაფიის და ნავთობგაზიანობის საკითხების შესახებ, შედგენილი რეგიონული და ლოკალური მასშტაბის გეოლოგიური, სტრუქტურული, პალეოგეოგრაფიული რუკები და ჭრილები. იყო გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. სამგორი-პატარძეულის ნავთობის საბადოს აღმოჩენისათვის მიენიჭა საბადოს პირველაღმომჩენის წოდება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.279-280

Member of Organizations

  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი
  • საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

Bibliography

  • მოგონებები : საქართველოს ნავთობის გეოლოგიური სამსახურის განვითარების მოკლე ისტორია (Editor). - თბილისი, აზრი, 1997. - 216გვ.
  • მაცოცხლებელი შადრევანი (Co-Author) // საქ. ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარების მოკლე ისტორია. - თბილისი, "სამშობლოს" გამ-ბა , 1996. - 151გვ.

Share: