The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ კურატაშვილი

ანზორ კურატაშვილი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიისა და მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი  სპეციალობით მეღვინეობის ტექნოლოგია 1998 წელს; თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი იურისტ-ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაციით 1999 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით ეკონომიკური თეორია, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია 2001 წელს.

1992-2009წწ. მუშაობდა თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტში: რექტორის თანაშემწედ, იურისკონსულტად, უნივერსიტეტის პრორექტორად სამეცნიერო დარგში და საერთაშორისო ურთიერთობებში (1998-2009), ამავე დროს პროფესორი ეკონომიკურ და სამართლებრივ დისციპლინებში; 2004-2007წწ. იყო კომპანია "იერუსალიმის" (ნიუ-იორკი, აშშ) მენეჯერი; 2009- 2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე ეკონომკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტში ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით; 2010-2013წწ. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური – თბილისის რეგიონალური ცენტრის კონტროლის სამმართველოს ანალიზის და დაგეგმვის განყოფილების მთავარი ოფიცერი; 2013-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სრული პროფესორი ბიზნესტექნოლოგიების (ყოფილი ბიზნეს-ინჟინერინგის) ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში მენეჯმენტის მიმართულებით; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტში. ეწევა სამეცნიერო-საგამომცემლო საქმიანობას: 2012 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "პროგრესის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 2012-2016წწ. საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალ "ეკონომისტის" რედკოლეგიის წევრი; 2012 წლიდან მუნიციპალური მართვის აკადემიის (კიევი, უკრაინა) სამეცნიერო მაცნეს-სამეცნიერო შრომების კრებული, სერია "ეკონომიკა" რედკოლეგიის წევრი; 2012 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურ ჟურნალ "ეკონომისტის" რედკოლეგიის წევრი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (15.05.2008). გამოქვეყნებული აქვს 211 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია. 86 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იურიდიულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი, ვიცე-პრეზიდენტი (2015-)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2008-)
  • პოლიტიკური მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი, ვიცე-პრეზიდენტი (2013-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: