Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა პაპუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგება", ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით, 1999 წელს. 1995-1996წწ. - მუნიციპალური საწარმო "თელასი" ინჟინერი; 1996-2000წწ. - შპს "ენერგოგაწყობა", სარელეო დაცვისა და ავტომატიზაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი; 2000-2002წწ. - შპს "გამონი", მეორადი ძაბვის სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი, შემდეგ, შპს "ელექტრა", სს "ელექტროგადაცემა", სარელეო დაცვის მთავარი სპეციალისტი; 2002 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", სარელეო დაცვის მთავარი სპეციალისტი; 2002-2003წწ. - "აზერენერჯი", სიმენსის მიერ შესასრულებელი სამუშაოებიდან მეორადი ძაბვის სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი; 2003-2004წწ. - PA Consulting-ში შპს "საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" ქვემო ქართლის, შემდეგ, ქვემოქართლისა და იმერეთის რეგიონალურ-ტექნიკური მენეჯერი; 2004-2007წწ. - შპს "საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. - "ენერგო-პრო ჯორჯიას" ენერგოდისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი; 2009-2010წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სენაკი-ფოთის ელექტროგადაცემის ხაზის პროექტის მენეჯერი; 2010 წლიდან - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრი, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში. მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის 2006 წელს ბრიტანეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო ასოციაციის ჯილდო საუკეთესო ინტერნაციონალური პროექტისთვის. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.281-282
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |