შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ პატარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1958 წელს. 1958-1959წწ. "საქენერგოპროექტი", ინჟინერ–კონსტრუქტორი; 1959-1961წწ. სიონის ჰიდროტექნიკური კვანძის მშენებლობა, უფროსი ოსტატი; 1964-2010წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჰიდროენერგეტიკული კვლევების განყოფილების უფროსი; ტექნიკურ მენიცრებათა კანდიდატი (1972). 1985 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გამოქვეყნებული აქვს 100 მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად ეხება საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სფეროს. მის მიერ შესწავლილია კავკასიის ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობა, ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდის მიზნით, ჰიდროენერგეტიკული ობიექტების წყალგამტარი ნაგებობების მუშობა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის სიდიდე და მისი რეგიონალური განაწილება, რაც ჩამოყალიბდა სათანადოდ გამოცემულ მონოგრაფიაში. დამუშავებული აქვს მონოგრაფია "მშენებლობის ეკონომიკა". საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.283; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |