The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქერდიყოშვილი

გიორგი ქერდიყოშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია 1998 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 1993 წელს.

2007-2008წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს კონსული ლიეტუვის რესპუბლიკაში; 2004-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს კონსული ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკებში; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკებში; 1999-2003წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1996-1999წწ. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე; 1997-1999წწ. პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის შიდა ქართლში, საქართველოს ახალგაზრდული პროგრამებისა და ახალგაზრდობის სოციალური დაცვის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორი; 01.1995-11.1995 წელს დეპარტამენტის უფროსი ბიზნესის განვითარების საკითხებში; 1993-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ცხინვალის რეგიონალური ოფისის აპარატის უფროსი; 2008-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2013 წლიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. მიღებული აქვს: ლიეტუვის რეპუბლიკის რიცარის ორდენი, ლიეტუვის ბიზნეს ასოციაციის სახელწიფო ორდენი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: