The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კაკო პეტრიაშვილი

კაკო პეტრიაშვილი
Date of birth:15 September, 1929
Date of death:16 March, 2007  (at 77 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ბარი, ონის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით.

1953-1957წწ. მუშაობდა აზერბაიჯანში მინგეჩაურის ჰესის ელექტროსაამქროში უფროს ინჟინრად, მორიგე ინჟინრად, ცვლის უფროსად; 1957 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" სადისპეტჩერო სამსახურში დისპეტჩერის თანაშემწედ, შემდეგ დისპეტჩერად, უფროს დისპეტჩერად. ამავდროულად სწავლობდა ასპირანტურაში. 1962 წელს სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაინიშნა ამიერკავკასიის გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს მმართველის მოადგილე-მთავარ დისპეტჩერად; 1967 წლიდან მმართველად. მისი თაოსნობითა და ძალისხმევით სამმართველოსთან შეიქმნა საკავშირო მნიშვნელობის გამოთვლითი ცენტრი, აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებითა და პროგრამებით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გაუმჯობესდა თანამშრომელთა სოციალური პირობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი კადრების მომზადებასა და დაწინაურების საქმეში. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდან გენერალური დირექტორის სტატუსით ხელმძღვანელობდა იგივე კოლექტივს, რომელსაც სს "პონტოელის" სახელი მიენიჭა. 1990-იან წლებში იყო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ენერგეტიკული სექტორის მუშა ჯგუფის წევრი. დაჯილდოებულია მთავრობისა და საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს მრავალი ჯილდოთი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.283

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: