The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქართლოს ყაჭიაშვილი

ქართლოს ყაჭიაშვილი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ელექტრონული გამოთვლითი მანქანების სპეციალობით 1972 წელს; მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის ასპირანტურა 1977 წელს.

1972-1974წწ. იყო მრეწველობის ავტომატიზაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი ქ. გორი; 1974–1977წწ. მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის ასპირანტი, ამავე კათედრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (მოსკოვი); 1977–1981წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "ელვას" ლაბორატორიის გამგე (თბილისი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოცენტი (შეთავსებით); 1981–1992 წწ. თბილისის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოს" განყოფილების გამგე (თბილისი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი (შეთავსებით); 1992–2001წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს მონიტორინგის ეროვნული ცენტრის უფროსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი (შეთავსებით); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი (შეთავსებით); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით); 2001–2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი (შეთავსებით); 2007–2012წწ. ლაჰორის სახელმწიფო კოლეჯ–უნივერსიტეტის აბდუს სალამის სახელობის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლის უცხოელი პროფესორი (პაკისტანი); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (საზოგადოებრივ საწყისებზე); 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით 2019 წლიდან); 1993–2006წწ. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ბაზისური სისტემების კომისიის (CBS) წევრი; 1997–2000წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს Ph.M.0108.CN5 წევრი; 1997–2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს T 05.13.CN4 წევრი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი ინფორმატიკაში, მართვაში და ხელსაწყოთმშენებლობაში; 30 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, თანარედაქტორი, საპატიო რედაქტორი, სარედაქციო საბჭოს წევრი. მათ შორის – სამი იმპაქტ ფაქტორიანი ჟურნალი; მრავალი საერთაშორისო (აგრეთვე ყოფილი საკავშირო) კონფერენციის ორგკომიტეტების, საპროგრამო კომიტეტების, მრჩეველთა კომიტეტების წევრი, სესიის ორგანიზატორი, სექციის თავჯდომარე, მიპატიჟებული მომხსენებელი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (მარტი, 1978) სპეციალობა: "ტექ­ნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეო­რია". დისერტაცია დაცული იქნა მოსკოვის ენ­ერ­გე­ტი­კულ ინსტიტუტში (რუსეთი); დისერტაციის თე­მა: "მოძრავი ობიექტების აღმოჩენა და მიყოლა რა­დიო­ლოკაციური გაზომილი ინფორმაციის საფუძ­ველ­­ზე"; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (ოქტომბერი, 1990) სპე­ცი­ა­ლო­ბა: "კომპიუტერული ტექნიკის, მათემატიკური მო­დე­ლირების და მათემატიკური მეთოდების გამოყე­ნე­ბა კვლევებში" და "გარემოს, ნივთიერებების, მა­სა­ლების და საგნების კონტროლის საშუალებები და მეთოდები". დისერტაცია დაცული იქნა დ. მენ­დე­ლეევის სახ. მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინს­ტიტუტში (რუსეთი). დისერტაციის თემა: "მა­თემატიკური მოდელები, მეთოდები და ალ­გო­რით­მები ბუნებრივი გარემოს წყლის ობიექტების გა­ბინძურების დონის კონტროლის სისტემური ავ­ტო­მატიზაციისათვის". გამოქვეყნებული აქვს 251 სამეცნიერო ნაშრომი, 5 სახელმძღვანელო (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე (მათგან ერთი ინდონეზიაში), 7 მონოგრაფია (რუსულ და ინგლისურ ენებზე - ერთი კიევში, ოთხი აშშ-ში, ერთი ინგლისში). პროფესორი (2000). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, წევრი (2022-)
  • კომპიუტერულ მეცნიერებათა და სისტემების საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (1993-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის (სმკ), წევრი (2022-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2022-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი (2020-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: