The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალია ხაზალია

ვალია ხაზალია
ოფიციალური სახელი:ვალენტინა ხაზალია
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 2018  (95 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ჟურნალისტი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1941 წელს სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის განყოფილებაზე (ხელმძღ. პროფესორი შალვა რადიანი); დასრულებული სადისერტაციო ნაშრომი − "ვაჟას ესთეტიკა" ხელნაწერი საბჭოთა კავშირის მებაჟეებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 1948 წელს ჩამოართვეს, როდესაც ბელგიაში მიემგზავრებოდა, საბჭოთა კავშირის საელჩოს დიპლომატ, გივი მელაძეზე დასაქორწინებლად; 1948-1951 წლებში ბელგიაში ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის საელჩოში პერიოდულად, მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა; 1951 წელს სამშობლოში დაბრუნდა; მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან; თარგმნიდა ფრანგულენოვან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევით ნაშრომებს; ორმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოში ტელევიზიის დაარსების სათავეებთან იდგა; 1956 წლის 30 დეკემბერს იყო პირველი სატელევიზიო გადაცემის პასუხისმგებელი რედაქტორი; 1957-1959 წლებში უძღვებოდა სატელევიზიო ლიტერატურულ ჟურნალს; 1959-1962 წლებში საფრანგეთში (პარიზი) ახლდა მეუღლეს, რომელიც იუნესკოს სსრკ-ს წარმომადგენლობაში პირველი მდივნის დიპლომატიურ რანგში მუშაობდა. თავად ამავე პერიოდში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, პიერ ფუშეს  უშუალო ხელმძღვანელობით, სწავლობდა ფრანგული ენის ფონეტიკის ინსტიტუტში, რომელიც ვერ დაამთავრა მეუღლის დიპლომატიური მისიის ამოწურვისა და სამშობლოში დაბრუნების გამო; 1963 წელს მუშაობა განაგრძო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც ოთხი ათეული წლის განმავლობაში სახვითი ხელოვნების პროგრამების ჯგუფის უფროსი იყო და მის სახელს უკავშირდება ტელეეთერით ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაცია; მისი ავტორობითა და რედაქტორობით მზადდებოდა გადაცემათა ციკლი: "ვერნისაჟი", "სტუმრად სახელოსნოში", "შემოქმედებითი პორტრეტი", "საკვირაო გამოფენა", "მსოფლიო ხელოვნების საგანძური", "რეპორტაჟი გალერეიდან", "საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მხატვრები" და სხვა; თანამშრომლობდა ბეჭდურ მედიასთან; ავტორია წერილების ციკლის: "აღიარების დიდი გზა", (ნიკო ფიროსმანი); საქართველოს ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას; ფრანგული და ქართული ენების ხმოვნებისა და თანხმოვნების შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე, საქართველოში იუნესკოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ფრანგული ენის შემსწავლელთათვის შექმნა დამხმარე სახელმძღვანელო: "ჩემი რვეულები ფრანგულ ენაში" (ფრანგული და ქართული ენების ორთოგრაფიული და ფონეტიკური ანბანი), რომელიც 2004 წელს გამოიცა. დაჯილდოებულია საფრანგეთის ღირსების დიპლომით, 2002 წელს აშშ-ის ბიოგრაფიათა საერთაშორისო ცენტრმა მიანიჭა "დიდებული ქალბატონის წოდება". სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიპლომატ გივი მელაძის მეუღლე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის ბიოგრაფიათა საერთაშორისო ინსტიტუტის მრჩეველთა კვლევითი საბჭო, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: