შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური პიმონოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტროვსკოე. დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროსადგურების სპეციალობით 1978 წელს; 1984 წელს მოსკოვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი. 1994, 1998, 2003წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში, ფინეთში და დიდ ბრიტანეთში; 2004 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემიის პროგრამა "XXI საუკუნის მენეჯმენტი". 1978-1989წწ. იყო ქ. ორიოლის ორლოვის თბოელექტროცენტრალის ელექტრული საწარმოს უფროსი; 1989-1996წწ. - ამავე თბოელექტროცენტრალის მთავარი ინჟინერი; 1997-2000წწ. დირექტორი; 2000-2006წწ. "ორიოლენერგოს" გენერალური დირექტორი; 2005-2012წწ. "თელასის" გენერალური დირექტორი. 2012 წლიდან მოღვაწეობს რუსეთის ერთიან ენერგოსისტემაში. 1997 წელს დააჯილდოეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მედლით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.284-285 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |