The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან საღლიანი

ვალერიან საღლიანი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2007  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხუმარი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

მუშაობდა საქართველოს რადიოში დასავლეთ საქართველოს ზონის კორესპოდენტად; 1960-1966წწ. აირჩიეს სოფელ ცხუმარის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; სხვადასხვა დროს მუშაობდა ზუგდიდის გაზეთ "ლილეში"; 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მესტიის რაიონულ გამგეობაში პრესსამსახურის ხელმძღვანელად. მისი ნამუშევრები (ლექსები, პუბლიკაციები, ნარკვევები) პარალელურად იბეჭდებოდა ჟურნალებში "ცისკარში", "მნათობში", ალმანახ "პირველ სხივში" და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და საპატიო სიგელით.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.335

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: