შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ღვაჩლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2005-2006წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილების გამომძიებელი; 2006-2007წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს პროფესიული მომზადების ცენტრის პირველი ქვეგანყოფილების უფროსი; 2007-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 2009-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2015 წლიდან ქ. თბილისის მერიის კონტროლის სამსახურის უფროსი; 2015-2019წწ. საქართველოს ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს კონსული. 2019-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში; 2022 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს გენერალური კონსული. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.159
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |