Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიქია ნიაზ![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო-ინჟინერ გეოლოგის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით 1999 წელს. 1984-1987წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობის და გაზის ძიების და დამუშავების კათედრის" ლაბორატორანტი; 1987-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობის და გაზის ძიების და დამუშავების კათედრის" ლაბორატორიის გამგე; 1992-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობის და გაზის ძიების და დამუშავების მიმართულების" უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობის და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის ასისტ. პროფესორი; 2009-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობის და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის ასოც. პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობის და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 სახელმძღვანელო. გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი (2009), პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |