The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჟვანია

თენგიზ ჟვანია
Date of birth:1939
Date of death:2003  (at 64 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

შრომით საქმიანობა დაიწყო ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრაზე. 1966-1970წწ. ასპირანტი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970). 1970 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის უფროსი მასწავლებელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1973 წელს მივლინებული იყო კუბაში ლას ვილიასის პროვინციის ცენტრალურ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელებზე. 1975 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოცენტი და ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგის მოადგილე. 1983 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. იმავე წელს მივლინებული იყო ტანზანიაში დარ-ეს-სალამის ტექნიკურ კოლეჯში. 1984 წლიდან გააგრძელა მუშაობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1989 წლიდან - ელექტროსადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრის გამგე. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. პროფესორი (1993).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.285-286

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

Bibliography


Share: