შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ღვინერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2001-2006წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკურ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2006-2008წწ. საქართველოს მისია ნატო-ში, მრჩეველი; 2008-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველოს უფროსი; 2009-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი; 2010-2014წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2014 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2015-2016წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში; 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგანგებო დავალებთა ელჩი; 2017-2018წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2017 წლიდან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი; 2019 წლიდან ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ლექტორი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.160
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |