შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბადოთა ძიების გეოლოგიის სპეციალობა 1957 წელს და მიენიჭა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 1957-1970წწ. მუშაობდა ტრესტ "საქნახშირმადნეულძიებასთან" არსებულ ქ. თბილისის კომპლექსური გეოლოგიური ექსპედიციის სხვადასხვა გეოლოგიურ პარტიებში უფროს გეოლოგად; 1970 წლიდან - ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკაში" სეისმური პარტიის უფროსად; 1981-2005წწ. - ამავე ტრესტის მმართველის მოადგილედ. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებით და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |