შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი 1971 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო თერაპიის ექსპერიმენტულ და კლინიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1974 წელს აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძისა და აკადემიკოს ლეილა ტყემალაძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "Изоэнзимы в диагностике острых и хронических заболеваний печени" და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; სამეცნიერო კვლევითი მუშაობისთვის მას გადაეცა (ВАК)-ის დიპლომი წოდების "Старший научный сотрудник"; 1990 წელს ქალაქ კიევში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "Мембранные механизмы повреждения печени тетрахлорметаном" და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 1991 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ბიოლოგიისა და ზოგადი გენეტიკის კათედრის გამგედ და მიიღო პროფესორის წოდება; აქტიურად ჩაერთო როგორც კათედრის, ასევე ინსტიტუტის პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში: უძღვებოდა სასწავლო კურსს "სამედიცინო ბიოლოგია", ძირეულად შეცვალა კათედრის მუშაობა ახალი სწავლის მეთოდების დამკვირდებით და პირველად საქართველოში დანერგა ტესტური მეთოდით გამოცდების ჩატარება, არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ მისაღებ გამოცდებზეც, რაც იყო რევოლუციური ნაბიჯი იმ დროის საქართველოს განათლების სფეროში; პროფესორმა მ. ფირცხალავამ დაარსა "სტომატოლოგიური ინსტიტუტი" (შემდგომში უნივერსიტეტი "გეომედი"); 2020 წელს შექმნა უნივერსიტეტ "გეომედის" ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და დაარსა სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა აღსაზრდელად; მისი ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტ "გეომედის" დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებს, პირველად საქართველოში, ევროკავშირის ინსტიტუტის (ACQUIN) აკრედიტაცია მიენიჭა; მრავალჯერ არის დაჯილდოებული სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობისათვის: ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მას მიანიჭა წოდება "Woman of the Year" (2000), ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ დიპლომით - "Outstanding Contributions to the Professional and Business World" (2001), კემბრიჯის ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა მედლით - "International Woman of the Year" სამეცნიერო მოღვაწეობისთვის (2001), ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა დააჯილდოვა მარმარილოს დაფით - "Lifetime Achievements Award" (2001), 2001 წელს გადაეცა ოქროს გასაღები - "Key of Success leader in Science", ინგლისის კემბრიჯის ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა დააჯილდოვა დიპლომით - "Outstanding Contributions to Biochemistry" (2002), 2002 წელს გადასცეს სამეფო ოჯახის მიერ დაწესებული სპენსერების ჯილდო - ოქროს მედალი ორი ბაფთით და აღიარეს საერთაშორისო ქალად, შესულია წიგნის "Who is Who" მე-8 გამოცემაში, ასევე XXI საუკუნის 2000 გამოჩენილ ევროპელთა სიაში, ხოლო 2002-2003 წლებში, მსოფლიოს გამოჩენილ ინტელექტუალთა სიაში, 2003 წელს კემბრიჯის ინტერნაციონალურმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა დააჯილდოვა "21st Century Award for Achievement" და გადასცა დიპლომი "Illuminated Diploma of Honours". გამოქვეყნებული აქვს 150 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო ბიოქიმიაში: მონოკლონური ანტისხეულების (mAbs) გამოყენება და მათი სამომავლო პერსპექტივები / მ. ფირცხალავა (როგორც ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი) / მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.–2022.–ტ.23.– №1; გასტროდუოდენიტების ეფექტური მკურნალობა საქართველოს მინერალური წყლების გამოყენებით /მ. ფირცხალავა (როგორც თანაავტორი) / მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები.–2023.–ტ. 25.– №1; Marina Pirtskhalava (as co-author), "Natural and artificial binders of polyriboadenylic acid and their effect on RNA structure." Beilstein Journal of Nanotechnology 6, no. 1 (2015): 1338-1347. აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში, აგრძელებს ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. წყარო: სასაწავლო უნივერსიტეტი "გეომედი": geomedi.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |