The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესიკ არბოლიშვილი

ბესიკ არბოლიშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობისა დაპედაგოგიკის ფაკულტეტი 1981 წელს; სსრკ სამხატვრო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო (მოსკოვი) 1986 წელს.

მხატვრის პერსონალური გამოფენები მოეწყო გალერეა "ჰობო" (თბილისი, 1997), გაეროს სახლში, (თბილისი, 1999), სავაჭრო სახლში "სეული" (მოსკოვი, 2000), სასტუმრო "შერატონ მეტეხში" (თბილისი, 2007), აშშ-ს საელჩოში (თბილისი, 2008), გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევით ცენტრში (თბილისი, 2018); მხატვარმა ჯგუფურ გამოფენებში მიიღო მონაწილეობა: ეროვნულ გალერეაში (თბილისი, 1984), მხატვრის სახლში (მოსკოვი, რუსეთი, 1984), პარიზში (1988, საფრანგეთი), ფილიფსის აუქციონზე "რუსული ხელოვნება" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 1990), ხელოვნების ცენტრში (დუისბურგი, გერმანია, 1991), კულტურის ცენტრში, "მაიდერიხი" (გერმანია, 1991), ქართული კულტურის ცენტრში "მზიური" (მოსკოვი, რუსეთი, 1992), ქართული კულტურის ცენტრში (ინგოლშტადტი, გერმანია, 1994), კულტურის ცენტრში "ელ ქუვეითი" (ქუვეითი, 1994), "შტაინერის სახლი" (ბონი, გერმანია, 1994), კულტურის ცენტრში "სანატი" (ბაქო, აზერბაიჯანი, 1995), ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალზე (ანკარა, თურქეთი, 1995), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "Deco In" (ბერლინი, გერმანია, 1996), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (ბოსტონი, აშშ, 1996),  ხელოვნების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე (ანკარა, თურქეთი, 1996), ქართული ხელოვნება (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, აშშ, 1996),  "რეინ-რურის ქართული ხელოვნების ცენტრი" (ჰასენი, გერმანია, 1996), "ფრიდომ გალერი" (ვესტპორტი, კონექტიკუტი, აშშ, 1997), "ზარაფხანის საერთაშორისო ფონდი" (ვაშინგტონი, აშშ, 1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "Deco In" (ბერლინი, გერმანია, 1997), "ალა როჯერს" გალერში (ვაშინგტონი, აშშ, 1999), ცენტრალური მხატვრის სახლში (მოსკოვი, რუსეთი, 2001), ქართველი მხატვრები (კიოლნი, გერმანია, 2003), ნიმფები და ანგელოზები, ცენტრალურ მხატვრის სახლში (მოსკოვი, რუსეთი, 2004), გალერეა "კოპალაში" (თბილისი, საქართველო, 2005), "ელიტ გალერეაში" (თბილისი, საქართველო, 2006), "არტ ექსპოში" (ნიუ-იორკი, აშშ, 2009), "აზიის განვითარების ბანკის" მიერ მოწყობილი გამოფენის ორგანიზატორი, ავტორი, (თბილისი, 2009), "პოლონეთი ქართულ მხატვრობაში" (პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2011), "არტ ჰაუს ისტორიალი" (თბილისი, 2012), "არტ ექსპოში" (ნიუ-იორკი, აშშ, 2014), "სურათები გამოფენიდან" (თი-ბი-სი არტ გალერეა, 2014), "ქართული არტი ლისზე" (თი-ბი-სი არტ გალერეა, 2015), "არტ ანკარაში" (თურქეთი, 2016), "არტ ექსპოში" (ნიუ-იორკი, აშშ, 2016), "ემანუელ ფრემინ გალერი" (ნიუ-იორკი, აშშ, 2016), "სილქ გალერში" (თბილისი, 2017), თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (თბილისი, 2023). მხატვრის ნამუშევრები დაცულია: ოტო პანკოკის მუზეუმში, გერმანია; დიუსბურგის კულტურვერკშტატის ფონდში, გერმანია; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვი, რუსეთი; საქართველოს ეროვნული მუზეუმში, გალერეა, თბილისი; აღმოსავლეთის მუზეუმში, მოსკოვი, რუსეთი; მხატვრის სახლში, მოსკოვი, რუსეთი; მოსკოვის კომპლექსში, რუსეთი; საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კერძო კოლექციებში. აუქციონები: "Phillips Auction House" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 1990 აპრილი); "Phillips Auction House" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 1990 ნოემბერი). ბიოგრაფია შეტანილია: "ვინ ვინაა საქართველოში" (2000); "ვინ ვინაა საქართველოში" (2001-2002);  "Who's who of intellectuals" (1994 IBC 1994 კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი); "Dictionary of international Byography" (IBC 1995 კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი). ბ. არბოლიშვილმა აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანის კედლის მხატვრობის 2 ნიმუში: ("შავი ორთქმავალი" და "შენ გვაცხონე მარანო").

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 78-79


გააზიარე: