The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ყარალაშვილი

რეზო ყარალაშვილი
Legal name:რევაზ ყარალაშვილი
Other name:ბუბა ყარალაშვილი
Date of birth:5 August, 1940
Date of death:April, 1989  (at 48 years)
Category:Literary scholar, Scientist, Translator, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს; 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1983 წელს სადოქტორო დისერატაცია.

საგანგებოდ იკვლევდა გოეთეს ცხოვრებასა და შემოქმედებას; მისი ინიციატივით დაარსდა "გოეთეს კაბინეტი", რომელიც ფაქტობრივად ერთ-ერთ საერთაშორისო კვლევის ცენტრად იქცა, სადაც  ყოველწლიურად იმართებოდა გოეთეს დღეები; 1986 წლიდან გარდაცვალებამდე იყო გერმანული ფილოლოგიის კათედრისა და მის მიერვე დაარსებული "გოეთეს კაბინეტის" გამგე, სადაც გოეთეს შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით მოხსენებებს კითხულობდნენ უცხოელი სპეციალისტები, ეწყობოდა სტუდენტური თემატური კონფერენციები, 1988 წელს გოეთეს დღეების ფარგლებში მოეწყო იოჰან ვოლფგანგ გოეთეს გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც სპეციალურად გამოიგზავნა ვაიმარიდან; კითხულობდა ლექციებს ლიტერატურის ისტორიაში, თანამედროვე რომანის თეორიის სპეციალურ კურსებს, ლიტერატურული კრიტიკისა და ცალკეული ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე; 1965-1999 წლებში მან გამოაქვეყნა ასზე მეტი ნაშრომი და 6 მონოგრაფია ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე, მათ შორის ისეთ პრესტიჟულ გამომცემლობებში როგორიც არის "ზურკამპი" ("Suhrkamp Verlag"), "ინზელი" ("Insel Verlag"), "ბიოლაუ" ("Böhlau Verlag"); რ. ყარალაშვილის კვლევის ძირითადი სფერო იყო თანამედროვე რომანის პოეტიკა და ჰერმან ჰესეს შემოქმედება, მან მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ჰერმან ჰესეს შემოქმედებას; აღიარებული იყო როგორც ჰერმან ჰესეს შემოქმედების უბადლო მცოდნე და ანალიტიკოსი; გარდაიცვალა ვაიმარში სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის დროს. გერმანულენოვანი მწერლობის მკვლევარი. (ნინო ცინცაძე-ყარალაშვილის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილისა და ართანელი თავადის შოთა ყარალაშვილის შვილიშვილი). 

წყარო: რეზო ყარალაშვილი : [გერმანისტი. პროფ. 1940-1989. ნეკროლოგი] // კომუნისტი. - თბილისი, 1989. - 16 აპრილი. - გვ.4; ღია საკონფერენციო სისტემები: ocs.sciencelib.ge; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • გერმანისტთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს განყოფილება, ვიცე-რეზიდენტი
  • ვაიმარის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: