Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ფარულავა![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი მცენარეთა დაცვის სპეციალობით 1982 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის ზოოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1988 წელს; აღნიშნული ინსტიტუტის საბჭოზე 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "საქართველოს ფოთოლხვევიები" და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის საბჭოზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ფოთოლხვევიების მავნე შტამებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლების ბიოქეტნოლოგიური გზები" და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1986-1988წწ. იყო ლენინგრადის მ. ჟდანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის, ენტომოლოგიის კათედრის მასწავლებელი; მიჰყავდა პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობები უხერხემლოთა ზოოლოგიაში; 1989-1993წწ. მუშაობდა ზუგდიდის განათლების განყოფილებაში ბიოლოგიის სწავლების ინსპექტორად; ამასთან ერთად 1991-1995წწ. იყო მასწავლებელთა დახელოვნების ზონალური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 1996-1999წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; პარალელურად ბიოლოგიის პედაგოგი ექსპერიმენტალურ სკოლაში;1991-1999წწ. ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამედიცინო-ბიოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პარალელურად 1996 წლიდან მიჰყავდა ლექციების კურსი: "ხერხემლიანთა ზოოლოგია" და "უხერხემლოთა ზოოლოგია" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1999-2007წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი; ამასთან ერთად კითხულობდა ლექციებს სამედიცინო ბიოლოგიაში, ეკოლოგიასა და ბიოეთიკაში; 2006 წელს არჩეულ იქნა სრულ პროფესორად; 2007 წელს ოპტიმიზაციის საბაბით სპორტის აკადემიის დახურვის შემდეგ ზუგდიდის ფილიალი გახდა ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ფილიალი. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 2011 წლის ბოლომდე, მის დახურვამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი; 2014 წელს არჩეულ იქნა პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და ასევე 2014 წლიდან არჩეულია საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანად; მიჰყავს ლექციების კურსი საგნებში "სამედიცინო ბიოლოგია" და "ბიოეთიკა"; არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მონაწილე; აღსანიშნავია 1987 წლის საერთაშორისო ექსპედიცია რუსეთის ტაიგაში (კრასნოიარსკის მხარე); ასპირანტურაში სწავლის პერიოდში სისტემატურად ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს საქართველოში, კერძოდ ლაგოდეხის ნაკრძალში 5, ბორჯომისა და ვაშლოვანის ნაკრძალში 2, ზემო სვანეთში 2, ჭურია-ნაბადას ჭაობებში 4, სამხრეთ ოსეთში ცხინვალისა ჯავის მიმდებარე ტერიტორიებზე 1, თბილისის შემოგარენი, გორის რაიონის ძევერისა და შინდისის მეურნებების ტერიტორიებზე და მიმდებარედ 6; 4 ექსპედიცია 1993-2006 წლებში მოაწყო ტეხურის, აბაშის, ხობისწყლის, ლუგელას ხეობებში, მღვიმეებსა და კანიონებში. ყველა ექსპედიციის ამოცანა იყო ბიოლოგიური, სამედიცინო და ეკოლოგიური გარემოებების შესწავლა, რომლის შედეგადაც გამოქვეყნებულია 90-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 6 მონოგრაფია, მათ შორის ერთი სახემძღვანელო სამედიცინო ბიოლოგიაში. ყველა სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, მათ შორის Scopus-სა და სხვა ისეთ ჟურნალში, რომელიც ინდექსირდება: Index Copernicus, Google Scholar, Academia, РИНЦ, Cross Ref, Biblioteka Narodowa, ISSN National Centre, ResearchBib, World Cat -ის ბაზებში. გ. ფარულავა 1981 წლის ჩემპიონია მაგიდის ჩოგბურთში სტუდენტებს შორის; ასევე იყო სტუდენტთა და შემდეგ ასპირანტთა ნაკრები გუნდების ფეხბურთელი, თამაშობდა საფეხბურთო კლუბში "ოდიში" (ზუგდიდი); სასპორტო განათლებაში გაწეული ღვაწლისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2001 წელს დაჯილდოვებულია ხუან ანტონიო სამარანჩის მიერ ხელმოწერილი ოქროს ბეჭდიანი დიპლომით; საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით წარმატებული სამეცნიერო კვლევებისთვის ორი წლის განმავლობაში ზედიზედ 1989, 1990 წლებში მიღებული აქვს ჯ. სოროსის სტიპენდია. პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი. წყარო: საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: sportuni.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |