The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ყარაულაშვილი

არჩილ ყარაულაშვილი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1995 წელს.
1995-1996წწ. იყო საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტი უფროსი სპეციალისტი; 1996-1997წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ბიზნესის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი; 1997-2000წწ. საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს კონსულტანტი; 1997-2000წწ. უცხოური ინვესტიციების, კრედიტებისა და უწყებათაშორისი პროექტების დეპარტამენტის საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორი; 2004 წელს ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი; 2004-2015წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი; 2015-2017წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მინისტრის პირველი მოადგილე; 2018-2019წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი; 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.163; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: