შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანდრი უბირია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (2002); 2002-2005წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილედ; აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩევლად (2005); 2005-2006წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; 2006–2007წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად; 2007–2008წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 2008–2011წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2001–2015წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სიპ მომსახურების სააგენტოს მეურვეობის, მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2015 წლიდან დღემდე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე. წყარო: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: veterans.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |