The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია რამიშვილი

ილია რამიშვილი
Date of birth:1900
Date of death:1982  (at 82 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1929 წელს.

მუშაობა დაიწყო კასპის ცემენტის ქარხანაში ელექტრიკოსად. მისი ხელმძღვანელობით აშენდა საქართველოს პირველი 110 კვ ქვესადგური. 1932 წლიდან მუშაობდა "საქენერგოში" ინჟინერ-ელექტრიკოსის თანამდებობაზე; 1949 წლიდან ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში" საწარმოტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ. იყო მრავალი ტექნიკური მიღწევების და რაციონალიზატორული წინადადებების ავტორი. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საქმეში. მის მიერ წამოყენებული იყო საკითხი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დროს ყურადღება მიქცეოდა უნიკალური ტყეპარკების, კერძოდ, ბორჯომის ხეობის და რიწის ტბის მიდამოებში ტყის დაცვის საკითხს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფოს მრავალი ჯილდო. იყო რესპუბლიკის მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.287

Awards and Honors

  • სსრკ საპატიო ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: