The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარლო რამიშვილი

კარლო რამიშვილი
Date of birth:17 January, 1929
Date of death:26 December, 2000  (at 71 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1952 წელს.

1952-1957წწ. "საქკომუნენერგოს" ტრესტის ინჟინერი, "ჰიდროპროექტის" საკავშირო ინსტიტუტის თბილისის განყოფილების ინჟინერ-დამპროექტებელი; 1957-1960წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი; 1960-1965წწ. ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ხრამჰეს-2-ის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1965-1972წწ. - ენგურჰესის მშენებლობის ვარდნილჰესების სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1972-1988წწ. ვარციხეჰესის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - სააქციო საზოგადოება "ჰიდროსპეცგვირაბმშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.288

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: