შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენრიხ რატიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1940 წელს ჩაირიცხა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტის მექანიკურ ფაკულტეტზე; 1942 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; ომის დამთავრების შემდეგ გააგრძელა სწავლა რკინიგზის ინსტიტუტში, დაამთავრა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1950 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის საელმავალო დეპოში. 1951-1955წწ. - ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1955). 1956-1964წწ. ენერგეტიკის ინსტიტუტში ჩაატარა კვლევები თბური ტუმბოების დანერგვასთნ დაკავშირებით, გამოიკვლია თბოგადაცემის პროცესები ატომური რეაქტორის კასეტებში, შეისწავლა ხელოვნურ ხაოიანობის ზედაპირებზე თბოგადაცემის ინტენსიფიკაციის მოვლენები. 1965-1970წწ. მუშაობდა თბილისის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში. 1957 წლიდან ლექციებს კითხულობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჯერ თერმოდინამიკისა და თბოგადაცემის, შემდეგ კი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრაზე. სამოცდაათიანი წლებიდან ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბოტექნიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის სასწავლო ბაზის შექმნაში. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, ორი სახელმძღვანელო და თორმეტი გამოგონება. პროფეროსი (1992). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.288 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |