The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ რამაზაშვილი

მიხეილ რამაზაშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2009 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტურანტურა 2012 წელს.

2008-2012წწ. იყო საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერ-პროგრამისტი; 2012-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2015-2019წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ზედამხედველობის სისტემის მართვისა და ექსპლუატაციის ჯგუფის უფროსი; 2015-2019წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნუკური უნივერსიტეტის მულტიმედიური, საკონფერენციო და უსაფრთხოების სისტემების მართვისა და ექსპლუატაციის საუნივერსიტეტო ცენტრის უფროსი; 2019 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

გააზიარე: