Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ნონეშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქელოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებული ასპირანტურა 1979 წელს. 1971-1995წწ. მუშაობდა იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად; საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1999-2007წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1993-2009წწ. ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის უცხოურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტისა და წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. უნივერსიტეტის პროფესორად; საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორად. ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორად; აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად, ჟურნალ "არქეოლოგიის" მთავარ რედაქტორად. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983), ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. პოეტ იოსებ ნონეშვილის შვილი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისრტრაციის ვებგვერდი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |