შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ შარაშენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1987-1991წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო მრჩეველი; 1992-1996წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1998წწ. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი; 1998-2004წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში; 2001-2004წწ. საქართველოს გენერალური კონსული ბულგარეთის რესპუბლიკაში და სტამბოლში; 2004-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; 2008-2009წწ. საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2009-2011წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში; 2011-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 2018-2019წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში; 2019-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.166
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |