The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე რეკვავა

ალექსანდრე რეკვავა
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1973  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი თბოენერგეტიკის სპეციალობით 1932 წელს.

სწავლის პერიოდში მუშაობდა ლაბორანტად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვეს თბოენერგეტიკის კათედრაზე. 1934 წელს გააგზავნეს ტყვარჩელის სრესის მშენებლობაზე; 1938 წლიდან - მთავარი ინჟინერი; 1948 წლიდან - დირექტორი. ამ თანამდებობაზე 24 წელი მუშაობდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მედლები, ორდენები, საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.289


გააზიარე: