Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიოზ როსებაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1949 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. სტალინგრადში ნავთობისა და გაზის საძიებო ტრესტის ბურღვის კანტორაში უბნის ინჟინრად, ორი წლის შემდეგ - გეოლოგად. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას უშუალო მონაწილე იყო რამოდენიმე დიდი ნავთობის საბადოს გახსნისას. 1955-1956წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვში ნავთობისა და გაზის მრეწველობის აკადემიაში. 1958 წელს მუშაობა დაიწყო ტრესტ "საქნავთობში" გეოლოგიური განყოფილების უფროსად; 1965-1975წწ. - ტრესტ "საქნავთობის" სპეციალიზირებული კანტორის დირექტორად; 1975-1985წწ. "საქბურგეოთერმიის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1985-1991წწ. სამმართველოს უფროსად; 1992-1994წწ. სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მრჩევლად; სამინისტროს გაუქმების შემდეგ, 1994 წლიდან - დეპარტამენტ "საქგაზის" ტექნიკური განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 1975 წელს მიენიჭა ნავთობისა და გაზის მრეწველობის სამინისტროს "წარჩინებული მუშაკის წოდება". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.289-290 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |