შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი რუსეცკი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები" 1961 წელს; 1963 წელს - მოსკოვში "ხელმძღვანელი მუშაკების, ქვესადგურების უფროსების და ინჟინრების კვალიფიკაციის" ასამაღლებელი ორთვიანი კურსები. 1961-1962წწ. მუშაობდა ჭიათურის ელ. ქსელებში ელ. მონტიორად, ტრესტ "ჭაითურმარგანეცის" დარკვეთის მაღაროს ელექტრიკოსად; 1962-2004წწ. - "საქმთავარენერგოს" ზესტაფონის ელ. ქსელების ჭიათურის ქვესადგურების ჯგუფის უფროს ინჟინრად, ჭიათურისა და საჩხერის ქვესადგურების უფროსად; 1991-1995წწ. - ჭიათურისა და საჩხერის რაიონის საქსელო საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, რაიონის საქსელო საწარმოს მთავარ ინჟინრად, რაიონის საქსელო საწარმოს უფროსად; 2004-2009წწ. მუშაობდა ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად; 1969-1988წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქ. ჭიათურის ფილიალის "ზოგადი და თეორიული ელ. ტექნიკის" და "ელ. სადგურების, ქსელების და სისტემების" კათედრაზე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ზესტაფონის ელ. ქსელების, განსაკუთრებით ჭიათურის და მთლიანად ენერგოკვანძის და ქალაქის ელექტროქსელის განვითარების, ასევე 220 კვ ქსელის პროექტების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით 110 კვ ქვესადგურების "ჭიათურა 4.5"-ის და "საჩხერე-110"-ის, ეგხ "დილიკაურის" მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვებით და "ღურღუელას" გამწმენდი ნაგებობების ჩართვით აღკვეთილ იქნა მდინარე ყვირილაში მანგანუმიანი წყლის ჩადინება. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.290 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |