The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია; 1994 წელს ჩართეს MFA ხარისხის კონტინგენტის პროგრამაში აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამხატვრო სკოლაში გრინვილში (ჩრდილოეთ კაროლინა); სწავლობდა ასევე ტულეინის უნივერსიტეტში (ნიუ ორლეანი, ლუიზიანა).

 1983 წლიდან არის  საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის მხატვარ-რესტავრატორი ასევე  საგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი; თანაშრომლობდა "სილქ როუდ გრუფ თრეველთან"; მუშაობს აკვარელით, პასტელით, კარგად ფლობს სხვადასხვა მასალაზე გრავიურის ტექნიკას, კერძოდ: ლინოლიუმზე ჭრა (linocut), ქსილოგრაფია (woodcut), ოფორტი (etching), ლითოგრაფია (lithography); გიორგის თითოეული ქსილოგრაფია იბეჭდება ბზის განივად მოჭრილი ნაჭრიდან, რომელზეც წინასწარ არის ამოკვეთილი ნახატი სპეციალური შტიხელებით, რაც სამუშაო პროცესისაგან დიდ ძალსხმევას და ზედმიწევნით სიზუსტეს მოითხოვს.
მის შემოქმედებას კარგად იცნობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. გ. ახვლედიანის  ნამუშევრები ინახება საქართველოში აკრედიტებული ბევრი დიპლომატის კერძო კოლექციაში, საქართველოში შეერთებული შტატების თითქმის ყველა ელჩის პირად კოლექციაში, აგრეთვე ისეთ ცნობილ პოლიტიკურ, სამხედრო და საზოგადო მოღვაწეებთან როგორებიც არიან ზბიგნევ ბზეჟინსკი, ჯონი და ოთარ შალიკაშვილები, კოსმონავტი ბაზ ოლდრინი, ბრიტანელი მსახიობები ალან რიკმანი და მარიამ დ’აბო და სხვები; პერსონალური გამოფენები: "გაეროს სახლი" (თბილისი, 2001),  GALVIS GALLERY (ლონდონი, ინგლისი, 1999), მინი პრინტის საერთაშორისო გამოფენა (ბარსელონა, ესპანეთი, 1998), ნაბეჭდი გრაფიკის მე-19-ე საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოფენა (კანაგავა, იაპონია, 1997), საერთაშორისო ბაზრობა "MARKT DER VOLKER" (ჰამბურგი, გერმანია, 1996), ნაბეჭდი გრაფიკის საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოფენა (კანაგავა, იაპონია, 1995), ნაბეჭდი გრაფიკის მე-17-ე სართაშორისო გამოფენა (კანაგავა, იაპონია, 1992). გიორგი ახვლედიანი ცნობილი გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დიდი ელენე ახვლედიანის შთამომომავალია. ქართველი მხატვარი.

წყარო: ონლაინ სამხატვრო გალერეა: gemarket.art

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

გააზიარე: