შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა მენთეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1985 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1989 წელს. 1985-1989წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის მეთოდისტი; 1989-1995 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, ასისტენტი, მეცნიერი თანამშრომელი; 1996-2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი; 1997 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2009-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, პროფესორი; 2006-2018 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ( დაიცვა დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში 1995 წელს). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |